|
2015-10-02 13:02:19, 390 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ შეაჩერა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე. "ადმიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია. სამოქალაქო მოსახლეობა მოკლებულია საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მინიმალურ გარანტიებს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და ზღუდავს მათ სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს", - განაცხადა მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. "განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არ მოქმედებს არც ერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი მრავალგზისი მცდელობისა, კვლავ უარს ეუბნებიან აღნიშნულ რეგიონებში შესვლაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისრის ნავი პილაის თქმით, რომელსაც ასევე უარი უთხრეს შესვლაზე, ცხინვალის რეგიონი იქცა „შავ ხვრელად“ და ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შეღწევად ადგილად დედამიწაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ ეძლევათ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენასა და უთანხმოებების აღმოფხვრის საქმეებს. " სრულად ვაცნობიერებთ, რომ შერიგების პროცესი, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტისკენაა მიმართული, ყველა მხარის უდიდეს ძალისხმევასა და თავდადებას საჭიროებს, და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში", - დასძინა მინისტრმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)