|
2021-01-18 13:20:56, 631 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე დღეებში მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალური გადაწყვეტილება მიმდინარე დღეებში იქნება მიღებული. მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების თაობაზე დეტალური გეგმა ჩამოყალიბდება, რომელიც ქვეყანას კორონავირუსთან არსებული მიღწევის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. „რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით მიდის მსჯელობა და ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ძალიან დეტალური გეგმა, თავისი კალენდრით, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ. დღეს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ მაქვს, თუმცა ამაზე მიმდინარე დღეებში იქნება უკვე დეტალური გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)