|
2021-01-16 10:20:44, 922 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან „სამოგზაურო დერეფნებს“ კეტავს
გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან „სამოგზაურო დერეფნებს“ კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ აქვეყნებს. როგორც მედია იუწყება, აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ის, რომ ქვეყანა „კოვიდ19“-ის „ჯერ კიდევ ამოუცნობი ახალი შტამების რისკისგან დაიცვას“. პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი წესები მინიმუმ 15 თებერვლამდე იმოქმედებს. „არსებობს საზღვარგარეთიდან ახალი შტამების შემოტანის რისკი, ახლა უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯები, რომ ამ შტამებმა არ შემოაღწიოს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯონსონმა. შეზღუდვების თანახმად, ყველა მოქალაქე ვალდებულია ბრიტანეთში ჩასვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გარდა ამისა, ყველა პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)