|
2021-01-09 12:42:57, 5199 ნახვა
კულტურა
ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მომავალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა. ინტერვიუ, რომელშიც ნინო ანანიაშვილმა დაანანონსა მომავალი დანიშნვის შესახებ, თეატრში განიხილეს, როგორც "დასის მხატვრების უპატივცემულობის უკიდურესი ხარისხი". შეგახსენებთ, რომ მანამდე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრთან მიღწეულ შეთანხმებაზე. პრიმა-ბალერინას თქმით, ის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ნეგატიურად შეაფასეს. "თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ლიდერის სახელის გამოცხადება მის გუნდთან ოფიციალურ წარდგენამდე, დასის არტისტების უპატივცემულობას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ იძულებულნი ვართ შევაჩეროთ ნინო ანანიაშვილთან დადებული კონტრაქტი, სანამ არ გაიკრვევა ამ ინფორმაციის საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩენის ყველა გარემოება", - განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრის პრესსამსახურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)