12:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 10:24:35, 839 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, განათლების მდივანმა თანამდებობა დატოვა

6 იანვარს, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, განათლების მდივანი ბეტსი დევოსი თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დევოსმა გადადგომის შესახებ განცხადებაში ტრამპი დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა.

„თქვენი რიტორიკა არასწორია, რამაც არსებულ სიტუაციაზეა უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტია“, - ნათქვამია ბეტსი დევოსის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე თანამდებობა ტრანსპორტის მინისტრმა, ელაინ ჩაომ დატოვა. ასევე პოსტებიდან გადადგნენ დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტული, პირველი ლედის აპარატის უფროსი სტეფანი გრიშემი, პრესმდივნის მოადგილე სარა მეთიუსი და პროტოკოლის აპარატის მდივანი რიკი ნიჩეტი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics