03:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 14:15:13, 661 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - კორონავირუსზე ტესტირება იმ ბიზნესგარემოშიც ჩატარდება, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა

ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გარემოში მუდმივი ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში დაემატა რელიგიური პირები, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. ასევე ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინიმუდმივად ვერც დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც ვერ მოახერხონ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics