01:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 13:24:28, 1346 ნახვა

ეკონომიკა
განისაზღვრა სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება

განისაზღვრა სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება.

მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილების თანახმად, უქმე დღეები არ ეხება სემდეგ სუბიექტებს:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,  დისტრიბუცია, რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.

6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული  პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics