13:12 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 12:24:20, 660 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება

თბილისის მერიის დაკვეთით  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს.  ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ,  ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები  2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics