|
2020-12-29 18:16:11, 1233 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. ბრიგადის გენერლის წოდება მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ. უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო პირებს უმაღლესი სამხედრო წოდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიანიჭა. პრეზიდენტის განკარგულებას ხელმოწერით ადასტურებენ სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)