11:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 14:20:29, 713 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს. შს მინისტრი სტუმარს სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics