|
2020-12-22 20:48:41, 469 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა
„ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2 160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლების მიუხედავათ, წინა მთავრობისთვის ქვეყანაში ისევ 90-იანი წლებია. „სულ ყოველთვის არის საუბარი, რომ იმატა დანაშაულმა, დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით 90- იან წლებში. ხშირად მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ ეს არ არის ასე. სტატისტიკა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუმცა არა, დარწმუნებული ვარ, შესულებიც არიან, ნანახიც აქვთ 10 000 ჯერ, შეკრებილი და შეჯამებულიც აქვთ, თუმცა არ უნდათ, დაიქცა ქვეყანა, ასეა საჭირო. ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42% იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი. თვალსაჩინოებისთვის მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ: 2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია. იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40%. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ. გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ეხლა. იგივე ვითარებაა გამოძალვის და , ძარცვის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90- იანი წლები დაბრუნდა და აშ.. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)