04:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 19:10:08, 589 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - დავით-გარეჯის საქმეზე სააკაშვილის მთავრობამ საშიში გადაწყვეტილება მიიღო

„დავით-გარეჯის საქმეზე სააკაშვილის მთავრობამ საშიში გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც უნდა ეხემძღვანელა ორივე ქვეყანას.

„ორ ქვეყანას შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება 1996 წელს, ერთადერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა და საზღვრის საკითხებს გადაწყვეტდა იყო 1938 წლის დოკუმენტი, შეთანხმება და რუკა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ 1938 წლის რუკით.

სამწუხაროთ წლების შემდეგ, წინა მთავრობამ, სააკაშვილის მთავრობამ მიიღო საშიში გადაწყვეტილება, ზუსტად ეს აქვს დასადგენი პროკურატურას. ეს გადაწყვეტილებები განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას.

ხსენებული რუკის მიხედვით, დავით-გარეჯი სრულად არის ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს, რადგანაც ეს იყო პირდაპირ ჩემი მოვალეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics