19:28 - 08 Aug, 2026
|
2020-12-17 11:38:56, 591 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო
300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 65 ათასზე მეტი განაცხადია მიღებული. „28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მეოთხე ტალღა, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა. ვგულისხმობ ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)