|
2020-12-16 12:16:39, 375 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება.
„დღეს 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში. ეს იმ სახლების დაკანონებაა, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, შვილებითა და შვილიშვილებით ცხოვრობენ, მათ თაობები გაზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახორციელებდნენ. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიწას მიიტაცებს, იტყვის ჩემიაო და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა, თითქოს, ის წინასაარჩევნო პერიოდში, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს იმ ტერიტორიის დაკანონებას ჰპირდებოდა, სადაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.
„გუშინ სოზარ სუბარის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბარობს, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და მომავალშიც ბოლომდე მივყვებით. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)