|
2020-12-16 12:01:37, 322 ნახვა
საზოგადოება
ნინო ცაციაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის მიერ ორგანიზებულ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინშეხვედრაზე უწყებებმა წარადგინეს კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. ასევე აღინიშნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (GREVIO) ანგარიშის და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მეექვსე პერიოდული ანგარიშის წარდგენის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ნინო ცაციაშვილმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ აქტივობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებს, არსებულ გამოწვევებს და გადადგმულ ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კამპანიის პერიოდში, სამინისტროს მიერ ფართო აუდიტორიისთვის წარდგენილი იქნა ანგარიშები: ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულების, აგრეთვე, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევების სტატისტიკისა და ანალიზის თაობაზე. ნინო ცაციაშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ მიზნით ორგანიზებულ და მიმდინარე სწავლებებზე, ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ სხვადასხვა ინტერაქტიურ შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, პოზიტიურად შეფასდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო სიახლე - ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რომელმაც პოლიციას მიანიჭა უფლებამოსილება, მოძალადის მიმართ, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, გამოიყენოს ელექტრონული სამაჯური. აღნიშნული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგა დისტანციური სწავლების კურსი და ონლაინტრენინგები ჩატარდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცავმა სისტემამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)