22:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 21:28:34, 568 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ეს არის18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია

მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჩვენი მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, კორუფციის დონე, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გარემო  შეფასდა უმაღლესად, ეს არის18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია,-ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშს.

მისი განმარტებით, ავტორიტეტული ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევამ, პასუხი გასცა ხელისუფლების ოპონტეტთა უსაფუძვლო ბრალდებებს.

“ეს არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, ყველა იმ ოპონენტზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ 3 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომელიც ობიექტურად შეფასდა. ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომელმაც ამ მეტად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მე ვულოცავ ჩვენს მთავრობას და ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს არის მკაფიო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ,”-აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანი  და საინტერესო შეხვედრები მქონდა. პირადად გადავუხადე მადლობა კარიბის ქვეყნების, ასევე აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება ჩვენს დევნილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების საგარეოუწყებამ ვერ მოახერხა არაღიარების დოკუმენტზე მხარდაჭერის მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის დროს დაემატა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მხარი დაუჭირესაღნიშნულ რეზოლუციას. იგი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილების დაბრუნებას სახლში,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics