22:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 19:57:21, 691 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას დაესწრო

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,  სესია გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში, გაეროს გენერალური მდივანი დარბაზში შეკრებილ სახელმწიფო მეთაურებს მიესალმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ათივე ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
სესიის გახსნამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics