10:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 13:44:20, 745 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

კორონავირუსის  პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტები დაურიგდა. სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის  N2 და N3  საბავშვო ბაღებში დაესწრო. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,  ჯამში 121 000 ლარის ღირებულების სურსათი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკარანტინო პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics