|
2015-09-28 10:01:34, 435 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ რანგბას შეხვდა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ რანგბას შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობისათვის ევროკავშირის მისიაში. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რაც ქართველმა სამხედროებმა შეიტანეს ცენტრალური აფრიკის მისიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფათ. გიორგი კვირიკაშვილისა და სამუელ რანგბას შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა. მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე, თუ რა წვლილი შეუძლია შეიტანოს საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ინსტიტუციურ განვითარებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)