|
2015-01-29 15:42:56, 1229 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი საქართველოს „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რამდენიმე თვეში, საქართველოში ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი ჩამოვა და ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. „შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც საშუალება მქონდა განმეხილა, ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის დეტალები, მისი პროგრესი და სამომავლო განვითარება. ასევე მომდევნო რამდენიმე თვეში ველოდებით ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის ჩამოსვლას, რომელიც საქართველოს ამ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარება. გარდა ამისა ნატო-ს სასწავლო ცენტრის დაფუძნებასთან მიმართებაში გააქტიურდება მუშაობა. ამ საკითხზე იქნება აქტიური კონსულტაციები და კომუნიკაცია. ეს სკოლა მიზნად, არა მარტო ქართველი სამხედროების გაწვრთნას ისახავს, არამედ სწავლების კურსებში სამომავლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების ჩართვაც იგეგმება “,- განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ. როგორც მინდია ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემდგომი პროცესების განსავითარელბად, ქართული მხარე ნატო-ს შტაბ ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „ჩვენი აპარატი ნატოს შტაბ-ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და მისი კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა დამთავრდეს, ასევე განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნათელი წარმოდგენა თებერვლის მინისტერიალის შემდეგ გვექნება. ასევე ნატოსთან ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც უელსის სამიტზე გადმოგვეცა, დაწყებულია და შესაბამისად აქტიურ რეჟიმში მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ვერშბოუმ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)