|
2020-12-03 17:31:07, 796 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061.76 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს" პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, „მთავარი არხი" აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, 6 და 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს" დაკვეთით ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მთავარმა არხმა" არასათანადო რეკლამები, განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაავრცელა. იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს" ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)