00:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 18:59:14, 1068 ნახვა

საზოგადოება
მუზეუმი Holoseum სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ ემორჩილება და იხსნება

მუზეუმი Holoseum სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ ემორჩილება და იხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ისინი საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუზეუმი პანდემის პერიოდში და მომავალშიც უფასო იქნება.

„მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი გადაწყვეტილების გამო მოგვიწია დახურვა

შაბათ - კვირას დავბრუნდებით განახლებული ფორმით.

ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები.  Reformerfitness-ს მშვენიერი ინსიპირაციაა  და ჩვენც ვეცდებით ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის.

ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია.  უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს.

ასევე ვითვალისწინებთ რომ დღეს ქვეყანაში უმეტესობამ დაკარგა შემოსავალი, დაკარგა ხალისი ქუჩაში გამოსვლის და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ისეთი ახალი ფორმით გავიხსნებით რომ შეძლებთ გვესტუმროთ უფასოდ.

დიახ

ჰოლოზეუმი აღარ იქნება ფასიანი.  აღარც პანდემიის პერიოდში და აღარც მომავალში. 

თუ გვეთანხმებით წამოწყებაში, გააზიარეთ, მოიწონეთ ან კომენტარი დაწერეთ პოსტზე.  რომ ჩვენც მეტად მოვიქოქოთ, ან ჩავიფუშოთ თქვენი კომენტარებით და განწყობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics