|
2020-11-29 17:23:26, 657 ნახვა
საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება
ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაში მონაწილე ადამიანების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ერთიანი თანხმობის დოკუმენტი სახელწოდებით „თავისუფლების გრაგნილი“ და ხელმოწერებიც დააფიქსირეს. აჭარაში გამართულ აქციას შეუერთდნენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც, ისინი შეზღუდვებს აპროტესტებენ, რადგან ამის გამო მათ სამსახური დაკარგეს. „ჩვენ განმეორებითი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ, როგორც საქართველოს პარლამენტის ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს, რადგან ჩვენ ბათუმელები ღირსი ვართ მრავალპარტიული უმაღლესი საბჭო, გვყავდეს“, - აცხადებს ფორმულასთან საუბრისას ერთ-ერთი აქციის მონაწილე. „ვაპროტესტებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს და არ შევეგუებით თამარ ჟვანიას მიერ დაწერილ იმ პროცენტებს, რომელიც უკანონოდ მიიღეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)