00:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 16:12:15, 679 ნახვა

საზოგადოება
ზურა ჯაფარიძე „რეფორმერზე“ - მთელ ფიტნეს დარბაზს ჩემს სახლად ვქირაობ და ვისაც ვარჯიში გინდათ შეგიძლიათ მესტუმროთ

„მთელ ფიტნეს დარბაზს ჩემს სახლად ვქირაობ და ვისაც ვარჯიში გინდათ შეგიძლიათ მესტუმროთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შრომის ინსპექცია დარბაზს ვეღარ დააჯარიმებს, რადგან სალარო აპარატი გამორთული იქნება.

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ.

"ხვალიდან უფლება არ აქვს არავის, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. აპარატი არ იმუშავებს, გატრიალდებიან და გავლენ, სხვას აქ არავის შემოვუშვებ. მოდით სტუმრად ვისაც ვარჯიში გინდათ, მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ, სმა, წევა და რამე არ მოსულა. მეც ვივლი თბილისიდან და ვივარჯიშებ, იქ დაკეტილია ყველაფერი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics