|
2020-11-27 10:54:06, 581 ნახვა
საზოგადოება
შატილში ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული აცხადებს, რომ ტრაგედიიდან 3 თვის თავზე ოჯახებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ
შატილში ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიიდან 3 თვის თავზე ოჯახებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ. დევსურაშვილი მიმართავს საზოგადოებას, რომ სიმართლის ძიებაში დაეხმარნონ. „მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! როგორც იცით 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია,რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა რომელშიც მე და ჩემი და-Mea Devsurashvili ვისხედით. ამ დღეს მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მე უამრავი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ განწირული უფლის წყალობით გადავრჩი. ჯგუფში მოვიძიე თრეველერ.ჯის შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ,რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს რაც ჩვენ დაგვემართა, დასანანია, რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე, მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა. მინდა მოგმართოთ თხოვნით დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს რომ დავამტკიცებთ რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა კომპანია თრეველერ.ჯის ბრალეულობას წაუყენებენ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა,მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით თითქოს არაფერი მომხდარიყოს,აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!! უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ ის ადამიანები ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობილებიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენას , მადლობას გიხდით წინასწარ“, - ვკითხულობთ მიმართვაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)