14:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 21:00:12, 578 ნახვა

ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე

ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან  ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არის ღირებული და მით უმეტეს, ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

„ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა. აუცილებლად მინდა დავამატო ის, რომ დღეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბიზნესი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე.

ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას", -  განაცხადა სოსო ფხაკაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics