06:01 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 21:05:06, 601 ნახვა

საზოგადოება
Tbilisi Pride - ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი გაანადგურეს

„ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი გაანადგურეს“, - ამის შესახებ Tbilisi Pride სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოსტერის განადგურების ვიდეო Tbilisi Pride-ს გაუგზავნეს.

„20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გავაკარით პოსტერი წარწერით - “ჩვენ გვახსოვს”. აღნიშნული ჟესტით გვინდოდა საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიგვეგო პატივი.

დღეს დილით, “თბილისი პრაიდის” გვერდზე გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი.

აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების - ფაშიზმისა და ნაციზმის - ელემენტების ათვისებაა.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ წვდომა საჯარო სივრცეზე, რათა შევქმნათ ან ხელი შევუწყოთ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას, და არა იმისთვის, რომ კვლავ გავაძლიეროთ კონფლიქტური ან რეპრესიული გარემო.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ, დავიკავოთ და პოზიტიურად გარდავქმნათ საჯარო სივრცე!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics