|
2015-09-25 13:39:57, 609 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს
“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს," - ასე გამოემხაურა თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის, საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარებაზე უფლების არ მიცემას. ნარმანიას განმარტებით, კაბინეტში მერის გარდა ბრიფინგს არავინ ატარებს. "ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ჩაატაროს ბრიფინგი. კაბინეტში ბრიფინგს არავინ ატარებს მერის გარდა",-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი დავით ნარმანიამ სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გასულ წელს გაათავისუფლა. ხაბეიშვილმა სარჩელით საქალაქო სასამრთლოს მიმართა. სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და მერის გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო. ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე აღადგინეს, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ეს სიმბოლური აღდგენა იყო. მან დღეს თანამდებობის დარტოვების შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)