15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 10:36:46, 703 ნახვა

ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში და კომპანიაში „ნატურალ 7“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

„დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი; შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4,700 ტონაზე მეტია, რაც გასული  წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

„ნატურალ 7“  არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. საწარმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარეობს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.  სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics