|
2015-09-24 17:00:49, 429 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ხვალ შეხვედრა გაიმართება
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ხვალ, 18:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე გიგი გიგიაძე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)