|
2020-11-14 22:22:04, 5832 ნახვა
ცესკო - თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15-17 ნოემბერს უნდა მოგვმართონ
„თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მოგვმართონ“, - ამის შესახებ ცესკო სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ვიდეო მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციუალური ჯგუფები იმუშავებენ. „ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა. მათ სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც სპეციალურ ბაზებში ფიქსირდებიან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15-16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათის ჩათვლით, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს - 2 51 00 51. ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება სანიტარულ-ჰიგიენური წესები დაცული. მივმართავთ ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს, დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესი. დაგვიკავშირდით, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, - აცხადებენ ცესკო-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)