|
2020-11-14 15:24:36, 726 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“ ეწყობა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობის მიზნით, დღეს, ნერგები დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები მონაწილეობდნენ, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში - ენრიკო ვალვო. თბილისში, „დავიწყებული ხილის ბაღის“ ანალოგის გასაშენებლად, ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული. ამასთანავე, შემდეგი ეტაპისთვის, დაგეგმილია, ბაღი გაჯერებული იყოს იმ ქართული, ენდემური მცენარეების ჯიშებით, რომლებიც პრაქტიკულად, დავიწყებულია. იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში „დავიწყებული ხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. ბაღში მცენარეთა დავიწყებული ჯიშები დაირგო. ამასთან, თითოეული მცენარე სხვადასხვა ხელოვანის სახელობისაა. ეს პატარა ბაღი გაშენებისთანავე მისი იდეის გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ხაზს უსვამენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში. „დავიწყებული ხილის ხეივნის“ ანალოგის სახით თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)