|
2020-11-13 13:14:19, 554 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-12 სხდომა გამართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეთორმეტე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები; ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 19 პარტიის წარმომადგენლები (როგორც ეს კომისიის დებულებით და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული), ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოწვევა გაეგზავნა დამატებით კიდევ 5 პარტიას. სხდომაზე დასასწრებად მოწვევა გაეგზავნათ 28 ადგილობრივი არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ღონისძიებაზე იმსჯელეს შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი, და მოისმინეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათზე რეაგირების თაობაზე. კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში, პარტიების მიერ შესაძლო დარღვევის შესახებ მედიაში ზოგადი ინფორმაცია ვრცელდება, რის შემდეგაც ისინი აღარ აწვდიან კომისიას და შესაბამის უწყებებს შესაძლო დარღვევის შესახებ დამატებით და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, რათა უწყებებმა შეძლონ ფაქტზე რეაგირება. უწყებათაშორისი კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის უწყებებს, რაც საშუალებას აძლევს სხდომის მონაწილეებს, შესაძლო დარღვევებთან ერთად, მათზე რეაგირების შესახებაც მოისმინონ. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციას ითვალისწინებს, ძალაშია მეორე ტურის წინა პერიოდშიც. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)