16:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 11:12:51, 794 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის მორიგი წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებში

ქართული ღვინის ბრენდის „Lost Eden” პროდუქცია აშშ-ს ოთხ შტატში გაიყიდება. ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია „Southern Glazer's Wine & Spirits“ საქართველოდან „Lost Eden”-ის წითელ ღვინოებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში წარადგენს.

ბრენდი „Lost Eden” შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმაზე wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია „Country of Georgia“. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა.

ქართული  კომპანია ამერიკის ათობით ციფრული  მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია: https://finance.yahoo.com, https://www.businesswire.com და სხვა.

„Lost Eden” -ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics