|
2020-11-06 17:56:05, 641 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს, რომ ახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვედროდით და ქვეყანას ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დაჭირვებოდა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პანდემიის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა. ახლა მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს კიდევ უფრო მომატებული რისკის ქვეშ. კიდევ უფრო არ დაზარალდეს კერძო სექტორი, არ დაზარალდნენ დამსაქმებლები და დასაქმებულები. სამწუხაროდ, ეს რისკი ყოველდღიურად და უფრო მეტიც, ყოველწუთიერად იზრდება. პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის - ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას გვემუქრება. ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ. თქვენ იცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში. ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს - გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც! მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა“, - განაცხადეს მერიაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)