09:50 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 16:01:55, 757 ნახვა

საზოგადოება
REDMED-ი COVID19-ის მართვის ონლაინ პროგრამას იწყებს

REDMED-მა COVID-19 მართვის ონლაინ პროგრამა შექმნა. პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს  შესაძლებლობა აქვთ, ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმის კონსულტაცია  24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს  მიიღონ. 

ვირუსის დისტანციური მართვა მოიცავს:     

●      სიპტომების პირვალად შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.

●      ბინაზე ინფექციის მართვას და მკურნალობას

●      ექიმის კვალიფიციურ პასუხს COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებულ კითხვებზე          

 

●      პაციენტის განათლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ      

     ოჯახის ექიმების ვირუსის მართვის პროგრამა შეიქმნა ყველასთვის, ვინც მკურნალობს სახლში, არის თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით.  

ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ვიდეოზარით ხორციელდება. პირველ კონსულტაციაზე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დადგენა მოხდება – განისაზღვრება, რამდენად საჭიროა პაციენტის კლინიკაში მკურნალობა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში ,კი ექიმი განსაზღვრავს, როგორი განრიგით განაგრძოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კონსულტაციიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებითი გადასახადის  გარეშეა შესაძლებელი ექიმთან დარეკვა და რჩევის მიღება.      

COVID-19-ის მართვის პროგრამაში ჩართულ ოჯახის ექიმებს უკვე გავლილი აქვთ გადამზადების სპეციალური კურსი და სრულად ფლობენ COVID-19-ის ინფექციის მართვის ადგილობრივ და საერთაშორისო პროტოკოლს.

მათ ასევე გავლილი აქვთ სპეციალურად მათთვის შემუშავებული          ტრენინგი, რომელსაც ოკლაჰომა სითის ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.

REDMED-ის ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები  24 საათის განმავლობაში იქნებიან ხელმისაწვდომი. 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics