10:57 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 22:04:04, 782 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს საოლქო კომისიასთან „ერთიანი საქართელოს“ დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან მათი დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს.

ბიწაძის თქმით, დაკავებულია სიის მეოთხე ნომერი, ოთარ თავართქილაძე.

„დაკავებული არის ადამიანი, რომელსაც ამ მომენტამდე იცავს დეპუტატობის კანდიდატობის იმუნიტეტი, ჩვენი სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე და ასევე გამოაძევეს უკანონოდ სხდომიდან ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში. რაც ხდებოდა ოქმებში, გადმოვიდა რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ დაკავებისას მას ურტყამდნენ. ეს დაინახეს თქვენმა კოლეგებმა. რაც ოქმებში ხდება, ის ხდება უკვე რეალურ საქართველოში. შეგრჩება ხელში ბიძინა კობახიძე," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics