|
2020-11-03 16:50:42, 565 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე სააკაშვილზე - თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს, თუ არა, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას
სააკაშვილი თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია. „ჩვენი პოზიცია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იყო ძალიან მკაფიო. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მიხეილ სააკშვილის პრემიერ-მინისტრობის და ახლაც ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას და არ ჩამოსვლას, ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილებაა. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავის დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლების სხვა ფენა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)