|
2020-11-01 16:06:10, 3020 ნახვა
ელენე ხოშტარია - ბოლომდე ვიბრძოლებ, არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა არ იქნება
„ბოლომდე ვიბრძოლებ, არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა არ იქნება“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ის არცერთ ადამიანს არ მიატოვებს და გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ამომრჩევლების წინაშე. „გარდა იმისა, რომ არ ვაღიარებთ ამ შედეგს მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი და ვისი პრობლემაც მოვისმინე. ძალიან მალე შევხვდებით, როგორც შეგპირდით. ვიბრძოლებ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. არცერთ ადამიანს არ მივატოვებ. მე ვგრძნობ პასუხოსმგებლობას ვაკის ამომრჩევლის მიმართ და ყველაფერი გამოგვივა. არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა. ასევე, არანაირი ბრაზი არ მაქვს მათ მიმართ, ვინც რეალურად არ მომცა ხმა. პატივს ვცემ მათ არჩევანს, ოღონდ ეს შედეგი რეალობას არ ასახავს, ამიტომ არ მიიღება. მოქმედების დროა!“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)