|
2020-11-01 13:07:42, 2578 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა თქვენი გამარჯვება ბანალურად ღამე მოიპარა
"ივანიშვილმა აიღო და უბრალოდ ბანალურად ღამე მოიპარა თქვენი გამარჯვება, გადაწერა ოქმები", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გაეცა მთელი სიმკაცრით, საზოგადოებრივი რეაქციით, საქართველო როგორც ქვეყანა და თქვენი სამშობლო წყვეტს არსებობას. "ივანიშვილს აწყობს ეს ნარატივები, რომ ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50-ლარიანები და მომავალი გაყიდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობით ივანიშვილს და მერე ივანიშვილმა აიღო და უბრალოდ ბანალურად ღამე მოიპარა თქვენი გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მე მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი არ მინდა ჩემთვის. ახლა თუ ჩვენ ამათ პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გაეცა, მთელი სიმკაცრით, საზოგადოებრივი რეაქციით საქართველო როგორც ქვეყანა და თქვენი სამშობლო წყვეტს არსებობას და ბოლომდე ვხდებით რუსეთის საზიზღარი ბოლო კლასის წარმონაქმნი. გავრილოვის ღამეს იბრძოლეთ და მსოფლიოს საქართველოს ღირსება დაანახეთ. ახლაა ეს მომენტი, საქართველოს გულისთვის, ამოვიღოთ ყველამ ხმა", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)