|
2015-09-23 09:31:23, 1727 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი პატრულირების დროს დაიღუპა
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი ბაზაზე თავდასხმის დროს დაიღუპა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამბავი ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა. „სამწუხაროდ გუშინ ავღანეთში ერთი ჯარსკაცი დავკარგეთ. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ჩვენ მთელი ღამე იქ ვიყავით. გულწრფელად გეუბნებით, იშვიათად მინახავს ახალგაზრდა დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და ასე გმირულად შეხვდა ამ ამბავს. ასევე დაჭრილია ერთი ჯარისკაცი, თუმცა მას ღამე ოპერაცია გაუკეთდა და აბსოლუტურად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მას გერმანიაში გადაიყვანენ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. ჩვენი დანარჩენი ჯარისკაცები მშვიდად არიან. მე ვიცი, რომ ამ ამბის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ცნობილია და მე მინდა მათ მივმართო, იქ აბსოლუტურად არაფერი ხდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თავდასხმა მოხდა ბაზაზე. ეს ასე არ იყო, ეს ამბავი ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)