|
2020-10-31 17:25:36, 1890 ნახვა
სააკაშვილი ქართველ ხალხს - ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე!
ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ ქართველ ხალხს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. „ეს არის ჩემი საგანგებო მიმართვა. ახლა ვუყურებ ყველა ციფრებს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები და სხვადასხვა ეგზიტპოლები. მინდა გამოგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი საარჩევნო უბნებზე წავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის. ჩვენ უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა ქართველმა ხალხმა და ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი. ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი, მიაწექით ბოლომდე. ჩამოშლილია ბოლომდე სუს-იც და მათი სტრუქტურებიც. ბოლომდე მიაწექით, ბოლომდე. მოგებული გვაქვს ეს არჩევნები ქართველ ხალხს, აბა თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)