|
2020-10-30 16:16:23, 2983 ნახვა
საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღნიშნულის მიზეზი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცადა, მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, თუმცა სუვერენულ სახელმწიფოში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ მოქმედებს. "ეპიდემია არის გლობალური, არ შეგვიძლია ჩვენს თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც, როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი, ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, დარწმუნებული ვართ, როგორც აზერბაჯანში, ასევე საბერძნეთში და ესპანეთშიც, ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელთა სუვერენულ ტრერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს" - თქვა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)