|
2020-10-30 11:55:49, 861 ნახვა
კომენტარი
კახა ძაგანია - „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა!
"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ძაგანიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად ყველა უკანონო მექანიზმს იყენებდა, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს კი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, უპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს და ართმევდნენ ბიზნესებს. კახა ძაგანია აფრასიძეების ოჯახის ჩაცხრილვას და სააკაშვილის მიერ ამ დანაშაულის აღიარებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო, რის შესახებაც არა მარტო ოპოციზია, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობდა. "კრიმინალური ჯგუფი, რომელიც იმ დროს იყო ხელისუფლებაში, ყველა უკანონო მექანიზმს იყენებდა იმისათვის, რომ გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. ყველას, ვინც მათ მიმართ კრიტიკულები ვიყავით და ვთვლიდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, პირდაპირ გვისწორდებოდნენ ფიზიკურად. ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ დაჭერილები, დაპატიმრებულები, ჩვენი ოჯახებისათვის არ იყო არავითარი სამსახური, ართმევდნენ ბიზნესს - არა მარტო პოლიტიკოსებს. იმ დონეზე იყვნენ წასულები და ისე ღრმად იყვნენ შესულები, რომ თუ ვინმეს დაინახავდნენ აქციაზე და ამას ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, აკვირდებოდა გამადიდებელი შუშით, მიდიოდნენ პირდაპირ ოჯახში, კადრებს ამოიღებდნენ, იპოვნიდნენ საცხოვრებელ ადგილს, შემდეგ კი, მიდიოდა ზეწოლა მშობლებზე, დედმამიშვილებზე და ა.შ. ეს კრიმინალური ჯგუფი დღესაც ანალოგიური საქმიანობით არის დაკავებული. რას ნიშნავს, რომ ეს კადრები არ არის რეალური?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან და მოუწოდებს პოლიციას, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ხალხი აღარ გაუშვათ ჯარიმებითო, პირდაპირ ციხეში გააგზავნეთო და როდესაც აფრასიძეების ოჯახი ჩაცხრილეს, ეს ჩემი დავალებით მოხდა, ბარამიძე არაფერ შუაში არ არისო! დღეს ისინი იგივე შეხედულებით არიან. მათი წამების ერთ-ერთი სახეობა იყო, როდესაც ციხის საავადმყოფოს მორგში ცოცხალ პატიმარს მიაბავდნენ მიცვალებულს და რამდენიმე ღამე ასე ათენებინებდნენ! იმ პერიოდში ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამას არა მარტო ჩვენ, ოპოციზიონერები ვამბობდით, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა!" - განაცხადა კახა ძაგანიამ. https://www.youtube.com/watch?v=aqbNVhH6n00
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)