|
2020-10-29 12:13:54, 386 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ამჯერად მასშტაბური დეზინფექცია იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში ჩატარდა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ტარდება დეზინფექცია იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში. კერძოდ, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება; იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები; წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით; მომსახურების სივრცის მაგიდებზე დამონტაჟებულია მინის დამცავი ბარიერები და მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დაცულია 1 მეტრიანი დისტანცია. გარდა ამისა, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები დაიშვებიან მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მზა დოკუმენტების მიწოდება კი ფოსტის მეშვეობით ხორციელდება. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხადდებიან ადგილზე. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არ აღმოიფხვრება. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ფილიალებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ისევ გაგრძელდება. იუსტიციის სახლი მოუწოდებს ყველას, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)