|
2020-10-27 13:33:00, 531 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ - თუ მანამდე აქცენტი ძირითადად კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ და პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე სამეგრელოში 34 პროცენტიდან 83 პროცენტამდე გაიზრდება გაზიფიცირების დონე, გურიაში - 37 დან 98 პროცენტამდე, აჭარაში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, სადაც ძალიან რთულია ამ პროექტების განხორციელება, თითქმის გაორმაგდება და 55 პროცენტიდან 81 პროცენტს მიაღწევს, ქვემო ქართლში 80 პროცენტამდე გაიზრდება, შიდა ქართლში იქნება თითქმის ასპროცენტიანი დაფარვა, კახეთში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 86 პროცენტს, მცხეთა მთიანეთში იქნება 83 პროცენტი, იმერეთში კი - 79 პროცენტი. „მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის სახელისუფლებო გუნდის, კონტრაქტორი და გაზგამანაწილებელი კომპანიების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. „ეს არის აძალიან მასშტაბური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებში 384 დასახლებულ პუნქტში 5217 კილომეტრი სხვადასხვა წნევის მილით გაზის გაყვანას, რისთვისაც 240 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)