|
2020-10-26 12:57:09, 470 ნახვა
საზოგადოება
ISFED - 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე 1,725, ხოლო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი გამოქვეყნდა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. „მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook-გვერდი და 11,469 პოსტი გააანალიზა. საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ: ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი; ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი; მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი; ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი; ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი; ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი. დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც. ასევე, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 Facebook-გვერდს. მონიტორინგი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც. ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. 69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“ პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ასევე ვრცელდება პრორუსული ნარატივებიც. ინტენსიურად გრძელდება Facebook-ის არაოფიციალურ, ანონიმურ და ცრუ მედია გვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიებიც. საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“), კრიტიკული მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 30 გვერდი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა. ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე, ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)