|
2020-10-23 15:15:36, 596 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული
დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ავტობუსების ახალი ქსელი წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას - აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც განვითარებულ, დიდ ქალაქებში არის მიღებული და უკვე განხორციელებული“, განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა სრულად მოაგვარებს თბილისში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „რა თქმა უნდა, მეამაყება როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენი ქალაქიც უერთდება იმ დიდი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური პრობლემები სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვარდა. რაც შეეხება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, მე საზოგადოებას წარვუდგინე შვიდი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. ეს იყო ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა იყო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ შვიდი პოლიტიკიდან იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება, პირველივე დღიდან შევუდექით მუშაობას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ახალი ავტობუსების შემოყვანა, მიკროავტობუსების მოწესრიგება და ახალი ავტობუსების შემოყვანა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობუსის ზოლების გაჩენა ქალაქში, იმისთვის, რომ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა ყველაზე სწრაფად, დაბრკოლების გარეშე შეძლონ გადაადგილება. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი, შესაბამისად, ამ მიმართულების მოწესრიგება იყო ჩვენი დანაპირები და ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ მას ამ რეფორმის განხორციელებით. მიკროავტობუსი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ავტობუსთან და მეტროსთან. მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომფორტული უნდა იყოს მგზავრობა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დღეს გვაქვს უბნები, რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხანს ლოდინი უწევს მგზავრს, სანამ ავტობუსი ან მიკროავტობუსი გამოივლის. ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და მოწესრიგებული. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)