19:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 12:34:47, 583 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ბაღათურია პროკურატურის შეკითხვებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics