|
2020-10-19 23:48:51, 5301 ნახვა
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ დაიცავს!
"პატრიოტთა ალიანსის" სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის განცხადებით, მთავრობამ ვეტერანების სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთა, რადგან მათ ვეტერანთა მდგომარეობა არ აინტერესებდა. მისი თქმით, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს" აქვს შესაძლებლობა, რომ ვეტერანთა გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გამოასწოროს. "ამ მთავრობას ხელიდან გამოეცალა ვეტერანები, რადგან მათ სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთეს. ვეტერანთა დეპარტამენტს ერთი ხმა არ დაუძრავს, ერთი კანონი ვერ გაიტანეს, იმიტომ რომ პარლამენტს არ სურდა მათი მოსმენა! შენ თუ ჩემი მოსმენა არ გსურს, ესე იგი შენ არ გაინტერესებს ჩემი მდგომარეობა. ვეტერანთა უფლებებს დაიცავს მხოლოდ და მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი" - მხოლოდ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ვეტერანებს გამოვუსწოროთ ის გაუსაძლისი ცხოვრების პირობები, რომელიც მათ აქვთ", - განაცხადა გურამ ნიკოლაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)